გაკვეთილო.ჯი არის არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც შექმნილია 11-17 წლის მოზარდებისთვის. ჩვენ გთავაზობთ ცხოვრებისეული უნარების (soft skills) განმავითარებელ საავტორო კურსებს და მასტერკლასებს, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ და ჩაწერილი ვიდეოების სახით.
ჩვენ მივიწევთ სრულყოფილებისკენ ჩვენი პლატფორმის ნებისმიერ ასპექტში. მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის გაკვეთილების და კურსების მიწოდება ჩვენი სრულყოფილების ამოსავალი წერტილია.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი პლატფორმით კურსებზე ან/და გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.
ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას ცოდნის მიღების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვადევნებთ თვალს და ვნერგავთ სწავლების ახალ მეთოდოლოგიებს, ინტერაქციულ ინსტრუმენტებს და სასწავლო რესურსებს.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი პლატფორმით კურსებზე ან/და გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.
ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს ჩვენს ურთიერობებში და ნებისმიერი სახის ოპერაციაში. ჩვენ ვმუშაობთ გამჭირვალედ, ვინარჩუნებთ ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ონლაინ სწავლების გარემოს.
ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას მოსწავლეებთან, მსმენელებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, მენტორებთან და ნებისმიერ დაინტერესულ პირთან ან კომპანიასთან და გვჯერა, რომ განათლება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს.
E-mail: info@gakvetilo.ge
(c) 2024-2025 გაკვეთილო
E-mail: info@gakvetilo.ge