მე და ფინანსები

მალე...

პრაქტიკული უნარები არის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელების უნარი, მაგალითად, უნარი ადამიანებთან დაამყარო კომუნიკაცია, განრიგის/რუტინის შედგენა და დაცვა, ფულთან ურთიერთობა, ტელეფონის და ინტერნეტის გამოყენების ცოდნა და სხვა. 

ამ უნარების სწავლება და განვითარება განაპირობებს ბავშვის გარემოსთან და სოციუმთან ადაპტაციას. 

პრაქტიკული უნარების ერთ-ერთი მიმართულებაა ფინანსური წიგნიერება

ადრეული ასაკიდანვე ფინანსური ცოდნის მიღება და საჭირო უნარების გამომუშავება გრძელვადიანი ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობაა. 

კურსის გავლით მოსწავლეები უპასუხებენ ისეთ კითხვებს, როგორიც არის: რა არის ფული ? რას ნიშნავს ფულის გამომუშავება ? რა არის ფულის ხარჯვის გეგმა ? რა არის ფულის მენეჯმენტი ? და სხვა.

სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია, პრაქტიკული და თეორიული სწავლება, შემეცნებითი და პოზიტიური მიდგომა გაკვეთილებს ხდის ეფექტურს და შედეგიანს. 

კურსი შემუშავებულია ფინანსური ექსპერტების და განათლების ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე. 

კურსის ფარგლებში მსმენელები რეალურად შეძლებენ ფულის გამომუშავებას

საგაკვეთილო თემები: 

- რა არის ფული ? 

- რა განსხვავებაა თხოვებას, გაცვლასა და ჩუქებას შორის

- რას ნიშნავს ფულის გამომუშავება ?

- ფულის ხარჯვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება

- ფულის ხარჯვის გეგმა 

- ფულთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები

- რა არის ინვესტიცია ?

და სხვა.