საჯარო გამოსვლის ხელოვნება
ფართო აუდიტორიის წინაშე საჯარო გამოსვლები ის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევაა, რომელიც მოსწავლეს ესაჭირეობა ცხოვრების საწყისი ეტაპებიდანვე. აღნიშნული კურსის ფარგლებში კვალიფიციური ბავშვთა ფსიქოლოგი იმუშავებს მსმენელებთან პირველ რიგში იმ ბარიერის დაძლევაზე, რაც მოაქვს საჯარო გამოსვლებს და აგრეთვე მიაწვდის თეორიულ ცოდნას თუ როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლემ სტრუქტურულად, როგორც საუბრის მანერა, აგრეთვე კონტენტი.
პრაქტიკულ სამუშაოებში განიხილავენ ცნობილი ლიდერების გამოსვლებს, განახორციელებენ მათ ანალიზს და განსაზღვრავენ თითოეული გამოსვლის ეფექტურობის მიზეზებს და მიზნებს. გაკვეთილებს შორის მათ ექნებათ დავალებები, კერძოდ შეადგინონ კონრეტული აუდიტორიის წინაშე წარსადგენი გამოსვლა, რომელსაც უკვე საგაკვეთილო პროცესში ზეპირსიტყვიერად წარუდგენენ მენტორსა და ჯგუფელებს, რაც თავის მხრივ განავითარებს, როგორც წერით უნარ-ჩვევებს, ასევე მეტყველებას. თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე აგებული კურსი აფართოვებს აზროვნების არეალს და ავითარებს მოსწავლის კრიტიკული აზროვნების უნარს.
რის მიღწევას შეძლებს და რას ისწავლის მოსწავლე კურსის გავლით ?
✅ შთამბეჭდავი სიტყვის შექმნას
✅ სიტყვის სტრუქტურას და აგებას
✅ ცნობილი ადამიანების ისტორიულ გამოსვლებს
✅ ამბის საინტერესოდ მოყოლას
კურსს უძღვება კლინიკური ფსიქოლოგი - შოთა ბერულავა