ჩვენი ღირებულებები ორიენტირებულია ნებისმიერი მსმენელისთვის დადებითი და პოზიტიური ონლაინ სწავლების გამოცდილების შექმნაზე. ჩვენი პლატფორმა და მისი თითოეული თანამშრომელი, მეტორი და პედაგოგი ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით:
სრულყოფილება: ჩვენ მივიწევთ სრულყოფილებისკენ ჩვენი პლატფორმის ნებისმიერ ასპექტში. მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის გაკვეთილების და კურსების მიწოდება ჩვენი სრულყოფილების ამოსავალი წერტილია.
ხელმისაწვდომობა: ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი პლატფორმით კურსებზე ან/და გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.
ინოვაცია: ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას ცოდნის მიღების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვადევნებთ თვალს და ვნერგავთ სწავლების ახალ მეთოდოლოგიებს, ინტერაქციულ ინსტრუმენტებს და სასწავლო რესურსებს.
ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ვაღიარებთ, რომ თითოეული მსმენელი უნიკალურია. ვეხმარებით მათ პოტენციალის გამოვლენაში და თვითგანვითარებაში.
ურთიერთთანამშრომლობა: ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას მოსწავლეებთან, მსმენელებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, მენტორებთან და ნებისმიერ დაინტერესულ პირთან ან კომპანიასთან და გვჯერა, რომ განათლება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს.
უსაფრთხოება: ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს ჩვენს ურთიერობებში და ნებისმიერი სახის ოპერაციაში. ჩვენ ვმუშაობთ გამჭირვალედ, ვინარჩუნებთ ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ონლაინ სწავლების გარემოს.