გვერდი:  1  2  3  (შემდეგი)

1. ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

კითხვა:

რა არის Gakvetilo.ge ?

პასუხი:

Gakvetilo.ge არის ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ფორმალურ და არაფორმალურ კურსებს და გაკვეთილებს ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. 



კითხვა:

რა არის ჩვენი მიზანი ?

პასუხი:

ჩვენი მთავარი მიზანია ხარისხიანი ცოდნის მიღების გამარტივება და  ხელმისაწვდომობის გაზრდა. 



კითხვა:

რა ღირებულებებით ვხელმძღვანელობთ ?

პასუხი:

ჩვენი ღირებულებები ორიენტირებულია ნებისმიერი მსმენელისთვის დადებითი და პოზიტიური ონლაინ სწავლების გამოცდილების შექმნაზე. ჩვენი პლატფორმა და მისი თითოეული თანამშრომელი, მეტორი და პედაგოგი ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებებით:

სრულყოფილება: ჩვენ მივიწევთ სრულყოფილებისკენ ჩვენი პლატფორმის ნებისმიერ ასპექტში. მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის გაკვეთილების და კურსების მიწოდება ჩვენი სრულყოფილების ამოსავალი წერტილია. 

ხელმისაწვდომობა: ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენი პლატფორმით კურსებზე ან/და გაკვეთილებზე დასწრება ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი. 

ინოვაცია: ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას ცოდნის მიღების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვადევნებთ თვალს და ვნერგავთ სწავლების ახალ მეთოდოლოგიებს, ინტერაქციულ ინსტრუმენტებს და სასწავლო რესურსებს. 

ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ვაღიარებთ, რომ თითოეული მსმენელი უნიკალურია. ვეხმარებით მათ პოტენციალის გამოვლენაში და თვითგანვითარებაში.

ურთიერთთანამშრომლობა: ჩვენ ვაფასებთ თანამშრომლობას მოსწავლეებთან, მსმენელებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან, მენტორებთან და ნებისმიერ დაინტერესულ პირთან ან კომპანიასთან და გვჯერა, რომ განათლება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. 

უსაფრთხოება: ჩვენ ვიცავთ სამართლიანობის და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს ჩვენს ურთიერობებში და ნებისმიერი სახის ოპერაციაში. ჩვენ ვმუშაობთ გამჭირვალედ, ვინარჩუნებთ ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების მონაცემების კონფიდენციალურობას და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო ონლაინ სწავლების გარემოს. 



2. ᲠᲐᲡ ᲒᲗᲐᲕᲐᲖᲝᲑᲗ

კითხვა:

რა ასაკის მსმენელისთვის არის კურსები და გაკვეთილები გათვალისწინებული ?

პასუხი:

ჩვენ გთავაზობთ 2 სახის კურსებს: 

1. განკუთვნილია 5-16 ასაკის ბავშვებისთვის. კურსები და ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივ კატეგორიებად.

2. კურსები, რომლებიც განკუთვნილია უფროსებისთვის, კურსები დაყოფილია ინტერესების მიხედვით. 



კითხვა:

რა სახის კურსებს/გაკვეთილებს აღმოვაჩენ საიტზე ?

პასუხი:

ჩვენ გთავაზობთ ფორმალურ და არაფორმალურ კურსებს, ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი ხარისხიანი ცოდნის მიცემასთან ერთად, არის მსმენელის კრიტიკული აზროვნების და უნარ-ჩვევების განვითარება, მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და პიროვნული ზრდა. 

კურსები და გაკვეთილები მოიცავს, როგორც სასკოლო საგნებს, ისე უცხო ენებს.

არაფორმალური კურსები მოიცავს: საჯარო გამოვლის ხელოვნება, კრეატიული წერა, კოდირება და სხვა. 

კურსების სრული ჩამონათვალის სანახავად დააჭირეთ აქ



კითხვა:

შესაძლებელია უფასო/საცდელ გაკვეთილზე დასწრება ?

პასუხი:

დიახ! ჩვენ გთავაზობთ, როგორც უფასო საცდელ გაკვეთილზე დასწრებას, ისე მენტორთან და პედაგოგთან უფასო გაცნობით შეხვედრას. ამისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და მოგვწეროთ ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან მეილზე: mogesalmebit@gakvetilo.ge



3. ᲞᲔᲓᲐᲒᲝᲒᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲔᲜᲢᲝᲠᲔᲑᲘ

კითხვა:

რა არხების საშუალებით ხდება მენტორსა და მსმენელს შორის კომუნიკაცია არასაგაკვეთილო დროს ?

პასუხი:

ჩვენი პლატფორმა იძლევა საშუალებას კითხვა დაუსვათ ან მისწეროთ მენტორს ან პედაგოგს არასაგაკვეთილო დროს, პასუხს მიიღებთ პლატფორმაზევე. 

მენტორის მიერ დავალება, დავალებაზე უკუკავშირი, შეფასება და სხვა სახის ნებისმიერი კომუნიკაციაც ხდება უშუალოდ პლატფორმაზე, რაც პროცესს უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.



კითხვა:

როგორ ვარჩევთ მენტორებს და პედაგოგებს ?

პასუხი:

ჩვენი მენტორები და პედაგოგები გადიან მკაცრ შერჩევის პროცესს და აკმაყოფილებენ ისეთ მოთხოვნებს, როგორიც არის: 

- პროფესიონალები თავიანთ სფეროში

- გამოცდილება,

- უყვართ ის, რასაც აკეთებენ 

- უყვართ მსმენელებთან ურთიერთობა

- სიამოვნებას ანიჭებთ ცოდნის გაზიარება 

ჩვენ ვაფასებთ მათ კვალიფიკაციას და უნარს - მიაწოდონ ხარისხიანი ცოდნა მსმენელებს ინტერაქციული გზით და ინდივიდუალური მიდგომით. 



კითხვა:

სწავლების რა მეთოდოლოგიას იყენებენ მენტორები და პედაგოგები ?

პასუხი:

ჩვენი მენტორები და პედაგოგები იყენებენ სწავლების სხვადასხვა მეთოდოლოგიას, იმის მიხედვით, თუ რა არის კონკრეტული კურსის მიზანი და მსმენელის რა საჭიროებას აკმაყოფილებს აღნიშნული კურსი/გაკვეთილი. ყველა კურსი და გაკვეთილი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობებს, უშუალო ინტერაქციას მენტორთან/პედაგოგთან და დისკუსიას.



4. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ

კითხვა:

არის თუ არა რაიმე დამატებითი გადასახადი ან ფარული გადასახადი, გარდა კურსის საფასურისა ?

პასუხი:

ჩვენ უზრუნველვყოფთ გამჭირვალე ფასთა პოლიტიკას. კურსების საფასური ნათლად არის მითიტებული კურსის გვერდებზე, ნებისმიერი დამატებითი გადასახადი (მაგალითად დღგ) ან მოსაკრებელი მკაფიოდ და ცხადად იქნება აღნიშნული გადახდის პროცესში.  




გვერდი:  1  2  3  (შემდეგი)