შვილებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგალითად, თმენის როგორი უნარი გაქვთ...
დღევანდელი სამყაროს სწრაფ რიტმში და აურზაურში მნიშვნელოვანია თმენის უნარის განვითარება. ადამიანები ამ უნარს უფრო მეტად ივითარებენ მას შემდეგ, რაც მშობლობის ყოველდღიურობას ეზიარებიან. სწორედ ამ დროს უფრო მეტად ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ უნარის მცირე ასაკიდან ჩანერგვა.
გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებს, რომელთა საშუალებითაც მოახერხებთ ჩამოაყალიბოთ მშვიდი და მომთმენი ბავშვი.
თმენის უნარი - ღირებული ცხოვრებისეული უნარი
მოთმინება არ არის მხოლოდ ლოდინი, ეს არის უნარი, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს სიმშვიდით და ცივი გონებით. ამ უნარის აღმოჩენისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა და ბავშვისთვის მიმართულების მიცემა და მათი ხელმძღვანელობა...
1. იხელმძღვანელეთ საკუთარი მაგალითით
ბავშვები ადვილად სწავლობენ დაკვირვებით, თუ თქვენ გამოიჩენთ მოთმინებას საკუთარ ქმედებებში, მაშინ თქვენი ბავშვი ისწავლის ძალიან მარტივად - თქვენგან. მაგალითად თმენის უნარი ბავშვის თანდასწრებით შეგიძლიათ გამოიჩინოთ საცობში დგომის დროს ან რიგში დგომის დროს. გამართეთ დისკუსია თქვენს შვილთან ამ დროს, უთხარით: „როგორი რთულია ლოდინი, არა ? მაგრამ მოდი ღრმად ჩავისუნთქოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო“, ამის შემდეგ შეგიძლიათ საუბარი დაიწყოთ მისთვის საინტერესო თემაზე, ამინდზე, დღის გეგმაზე...
2. რუტინა ავითარებს თმენის უნარს
სტრუქტურირებული რუტინა უზრუნველყოფს წესრიგის განცდას. იმის ცოდნა, თუ რას აკეთებ და რა გაქვს დაგეგმილი რომ გააკეთო, ამცირებს შფოთვას და ხელს უწყობს თმენის უნარის განვითარებას. ეს რელევანტურია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. უთხარით შვილს: „სადილის შემდეგ დაგეხმარები საშინაო დავალების შესრულებაში, შემდეგ კი შეგვიძლია გავამზადოთ პოპ-კორნი და ერთად ვუყუროთ დარმენს“ ("Dhar" Mann (born May 29, 1984) is an American entrepreneur, film producer and YouTuber).
3. ასწავლეთ ღრმა სუნთქვის ტექნიკა
რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ შეიცვლება ბავშვის თმენის უნარი. ამას სჭირდება დრო და თქვენი მოთმინება. სანამ ბავშვები განივითარებენ ამ უნარს, დაეხმარეთ მათ მართონ მოუთმენლობა ისეთი ტექნიკის გამოყენებით, როგორიც არის ღრმა სუნთქვა. უთხარით: „მოდი ერთად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ სამჯერ ღრმად, დავმშვიდდეთ და ვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ პრობლემა...“
4. თამაშით სწავლა
ითამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც მოითხოვს ლოდინს და მორიგეობას, როგორიც არის სამაგიდო თამაშები ან აქტივობები (მაგალითად: ჭადრაკი, ლეგო, სუდოკუ), თამაშის დროს შეაქეთ და უთხარით: „რა ყოჩაღად დაელოდე შენს რიგს“.
5. ჩამოაყალიბეთ პოზიტიური აზროვნება
ეცადეთ და წაახალისეთ რომ ბავშვმა განივითაროს პოზიტიური ხედვა მოუთმენლობის დროსაც კი. უთხარით: „ლოდინი გვაძლევს დროს ვიფიქროთ ბედნიერ წუთებზე, მითხარი, რა განიჭებს ბედნიერებას ?“
თქვენ გადამწყვეტი მნიშვნელობა გაქვთ შვილის ჩვევების და უნარების ჩამოყალიბებაში და განვითარებაში. მოთმინების უნარის ჩამოყალიბება არის საჩუქარი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება ბავშვს. ქმედებებით, სიტყვებით და ყოველდღიური ინტერაქციით თქვენ შეგიძლიათ ჩაუნერგონ შვილებს ძალა, რომ პოზიტიური აზროვნებით და გამძლეობით შეხვდნენ ლოდინის პერიოდებს.
თქვენ თმენის როგორი უნარი გაქვთ ? რას აკეთებთ მოუთმენლობის დროს ?
(Edited by თიკი ტყეშელაშვილი - original submission სამშაბათი, ოქტომბერი 25 2022, 6:52 )