ბავშვები მხოლოდ თქვენს სიტყვებს არ უსმენენ, ისინი აკვირდებიან თქვენს მოქმედებებს, დამოკიდებულებებს და იმასაც თუ როგორი ურთიერთობა გაქვთ სხვებთან.
კონკრეტულად რას აკვირდებიან ბავშვები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ?
1. ის გიყურებთ
თქვენი შვილი თქვენ გიყურებთ, როგორც მისაბაძ მაგალითს. ის აკვირდება, თუ როგორ უმკლავდებით სტრესს, კონფლიქტს და ყოველდღიურ გამოწვევებს. თქვენი რეაქციები, ყოველივე ამაზე, ხდება მისთვის ცოცხალი მაგალითი, თუ როგორ უნდა მართოს საკუთარი ემოციები მსგავს სიტუაციებში.
2. ის გისმენთ
როგორ ურთიერთობთ სხვებთან ? რა სიტყვებს იყენებთ ტელეფონზე საუბრის დროს ? როგორ არჩევთ ტონს, რომელსაც იყენებთ სხვადასხვა ადამიანთან საუბრის დროს ? ყველა ამ კითხვაზე თქვენს შვილს აქვს პასუხი.
ის ყველა თქვენს სიტყვას, ემოციას, მიმიკას აქცევს ყურადღებას და თქვენგან სწავლობს როგორ გამოხატოს საკუთარი თავი სხვებთან ურთიერთობის დროს.
3. ის გაკვირდებათ
ბავშვი ამჩნევს თქვენს სამუშაო ეთიკას, ერთგულებას სამუშაოსადმი, ამჩნეს როგორ აბალანსებთ თქვენს პასუხისმგებლობებს. ის ღირებულებები და პრიორიტეტები რაც თქვენ გაქვთ მარტივად ხდება მისი.
4. ის სწავლობს
როგორ პასუხობთ გამოწვევებს და როგორ უმკლავდებით პრობლემებს, ნათელი და მისაბაძი მაგალითი ხდება ბავშვისთვის. თქვენი უნარი, გაუმკლავდეთ პრობლემებს რაც შეიძლება ოპტიმისტურად და პოზიტიურად არის თვისება, რომელსაც თქვენი შვილი თქვენგან სწავლობს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შემდეგში, როდესაც გაიფიქრებთ რომ თქვენი შვილი ყურადღებას არ აქცევს იმას, რასაც ეუბნებით, გახსოვდეთ რომ ის რეალურად თქვენ ძალიან ახლოდან გაკვირდებათ. თქვენი პასუხისმგებლობაა იყოთ ყურადღებით და თავადაც დააკვირდეთ საკუთარ თავს და ქცევებს, რომელსაც ავლენთ შვილის თანდასწრებით.
თქვენ აკვირდებოდით თქვენი მშობლების ქცევებს განვითარების ადრეულ ეტაპზე ?