გთავაზობთ სხვადასხვა საინტერესო და სახალისო კითხვას სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, შინაარსობრივად საინტერესო დიალოგის წამოსაწყებად და თქვენი კავშირის გასაძლიერებლად:
სკოლამდელი ასაკის ბავშვები:
1. როგორ ფიქრობ, შენს საყვარელ სათამაშოს რომ შეეძლოს საუბარი, რას იტყოდა ?
2. რას გრძნობ როცა გეხუტები ?
3. რა არის ყველაზე სასაცილო რამ, რაც მოგისმენია ან გინახავს ?
4. რა სუპერძალა გექნებოდა და როგორ გამოიყენებდი მას ?
5. რისი გაკეთება გიყვარს ყველაზე მეტად წვიმიან ამინდში ?
6. მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი საკვების ჭამა რომ შეგეძლოს რას შეჭამდი ?
7. ცხოველებთან ერთად წვეულების გამართვა რომ შეგეძლოს, რომელ ცხოველს დაპატიჟებდი და რა თამაშებს ითამაშებდით ?
8. ცის ფერის შეცვლა რომ შეგეძლოს რომელ ფერს აირჩევდი და რატომ ?
9. შენს საყვარელ სათამაშოს ლაპარაკი რომ შეეძლოს, რას ჰკითხავდი ?
დაწყებითი კლასის ასაკის ბავშვები:
1. როგორ ფიქრობ, რა გამოგონება სჭირდება მსოფლიოს ახლა ?
2. სამყაროში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი და რატომ ?
3. რა არის შენთვის ბედნიერება ?
4. წარმოიდგინე რომ შეგიძლია საკუთარი ნაყინის შექმნა, რა გემოსას შექმნიდი და რას დაარქმევდი ?
5. რა არის ყველაზე სასაცილო ხუმრობა, რაც კი ოდესმე მოგისმენია ?
6. როგორ ფიქრობ, რა არის კარგი მეგობრის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ?
7. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება სამყარო 100 წელიწადში ?
8. როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ჩვენს ოჯახში და რატომ ?
უფროსი კლასის ასაკის ბავშვები:
1. დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს (დააზუსტეთ: 3 წლის უკან, 5 წლის უკან), რას ეტყოდი შენს თავს ?
2. მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას წასვლა რომ შეგეძლოს, სად წახვიდოდი და რას გააკეთებდი იქ ?
3. ცნობილი ადამიანებიდან (გარდაცვლილი ან ცოცხალი) ნებისმიერთან შეხვედრა და საუბარი რომ შეგეძლოს, ვის შეხვდებოდი და რას კითხავდი ?
4. წარმოიდგინე შენი თავი 10 წლის შემდეგ და მითხარი, რა გაცვია ?
5. რა არის ყველაზე უცნაური სიზმარი რაც კი ოდესმე გინახავს ?
6. რა არის ყველაზე გიჟური რამ, რისი გაკეთებაც ოდესმე გიფიქრია, მაგრამ არასოდეს გაგიკეთებია ?
7. რა არის ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩენლხარ ?
8. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს შენს ხასიათში, რას შეცვლიდი ?
9. როგორ ფიქრობ, რა არის შენი ასაკის ბავშვებისთვის მთავარი პრობლემა და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ?
10. შენს მომავალ მესთან საუბარი რომ შეგეძლოს, რას ჰკითხავდი ?
ღია კითხვები ხელს უწყობენ რეფლექსიას და შემოქმედებითობას. კითხვების დასმით შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი შვილის ისეთი ფუნდამენტური უნარი, როგორიც არის კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და ემოციური ინტელექტი. უფრო მეტიც, გააღრმავებთ თქვენს კავშირს თქვენს შვილთან და შექმნით უსაფრთხო სივრცეს ბავშვისთვის რომ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრები და შეისწავლოს საკუთარი გრძნობები.
თქვენზე რომელმა კითხვამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბავშვობის პერიოდში ?