ლიდერობის უნარების განვითარება ბავშვებში

ლიდერობის უნარების განვითარება ბავშვებში

ავტორი: Admin -
Number of replies: 0

ლიდერული უნარები, თავდაჯერებულობა, თავდაჯერებულობის ამაღლება

შვილებისთვის ლიდერობის უნარების განვითარება არ არის მხოლოდ არჩევანი, ეს არის აუცილებლობა.

სწრაფად განვითარებად სამყაროში ლიდერებად არ იბადებიან, ლიდერებად ყალიბდებიან, გარშემომყოფების და გარემოს მიერ.

გიფიქრიათ, აკეთებთ თუ არა საკმარისს მომავალი ლიდერების ჩამოსაყალიბებლად ?

გთავაზობთ ლიდერობის უნარების განვითარების რამდენიმე საინტერესო და გასათვალისწინებელ ასპექტს:


1.     იყავით ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემი

ბავშვები ღრუბლებს ჰგვანან, შთანთქავენ ყველა იმ ქცევას და დამოკიდებულებებს, რომელებსაც ისინი ხედავენ მათ გარშემო. თქვენ თქვენი შვილებისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მისაბაძი მაგალითი ხართ, თქვენი მიდგომა და პრინციპები ლიდერობისადმი მნიშვნელოვნად აყალიბებს მათ გაგებას, პრინციპებს და განვითარებას.

ბავშვები სწავლობენ დაკვირვებით და, როგორც მშობელი, თქვენი ქმედებები და ლიდერობის სტილი არის მინიშნება იმისა, თუ როგორ გაუმკლავდებიან ისინი გამოწვევებს და როგორ მოაგვარებენ კონფლიქტებს.

 

2.     ეფექტური კომუნიკაციის უნარი

ეფექტური კომუნიკაციის უნარი ლიდერობის ქვაკუთხედია. აქტიური მოსმენის, საკუთარი აზრის მკაფიოდ და არგუმენტირებულად გამოხატვის და სხვების მიმართ თანაგრძნობის უნარის დემონსტრირება მომავალი ლიდერებისთვის აუცილებელია.

როგორ განუვითაროთ ბავშვს ეს უნარი ? მაგალითად, როდესაც თქვენი შვილი გიზიარებთ თავის აზრს ან შეშფოთებას, აქტიურად მოუსმინეთ მას, შეფერხების გარეშე. მხოლოდ მისი საუბრის შემდეგ გამოხატეთ თქვენი აზრი და გრძნობები, გულწრფელად და პატივისცემით. დაუსვით ღია კითხვები რომ უბიძგოთ დეტალების გაზიარებისკენ და შეეჩვიოს საუბარს.  

 

3.     ემპათია და ემოციური ინტელექტი

თანაგრძნობა და ემოციური ინტელექტი გადამწყვეტ როლს თამაშობს პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ლიდერითსვის. იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა, როგორც მომავალმა ლიდერმა, იხელმძღვანელოს გულით საჭიროა რომ:

-       იცოდეს სხვისი ემოციების ამოცნობა და გაგება

ასწავლეთ შვილს საკუთარი თავის სხვის ადგილას წარმოდგენა, რათა გააძლიეროთ თანაგრძნობა.

მაგალითად, თუ თქვენს შვილს აქვს კონფლიქტი, ეცადეთ წარმოიდგინოს საკუთარი თავი მეგობრის ადგილას და დაანახეთ ინციდენტი მეგობრის თვალით.

მაგალითი 2: თუ სეირნობის დროს თქვენი შვილი შეამჩნევს კლასელს, რომელიც მარტო ზის, წაახალისეთ, რომ მიუახლოვდეს და ჰკითხოს, როგორც გრძნობს თავს ან რამე ხომ არ სჭირდება.

-       იცოდეს თანაგრძნობის გამოხატვა

წაახალისეთ თქვენი შვილი რომ გამოხატოს თანაგრძნობა გაჭირვებაში მყოფის მიმართ, მათთვის ნუგეშის, მხარდაჭერის და თბილის სიტყვების შეთავაზებით.

მაგალითად, თუ ოჯახის რომელიმე წევრი თავს ცუდად გრძნობს მოუწოდეთ თქვენს შვილს, რომ დაურეკოს ან მესიჯის გაუგზავნოს მას, გამოხატოს მხარდაჭერა მის მიმართ და აუხსენით, რომ ამით ცუდად მყოფი თავს უკეთ იგრძნობს.

-       საკუთარი ემოციების მართვა

ასწავლეთ თქვენს შვილს საკუთარი ემოციების ეფექტურად მართვა. ემოციური ინტელექტი იწყება საკუთარი გრძნობების გაგებითა და კონტროლით.

მაგალითად, თუ შეატყობთ, რომ თქვენი შვილი ნერვიულობს, ესაუბრეთ მას, რათა დაადგინოთ ნერვიულობის მიზეზი და ერთად შეიმუშავეთ სტრატეგიები ამ ემოციის მართვისთვის.

პრაქტიკული მაგალითები დიალოგის დასაწყებად:

„წყენის ან გაბრაზების დროს მნიშვნელოვანია გაარკვიო თუ რატომ ან რამ გაგრძნობინა ასე თავი. შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს ?“

„ვფიქრობ, რაღაცაზე ნაწყენი ან გაბრაზებული ხარ, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ დაგეხმარო დამშვიდებაში ? ზოგადად რა გეხმარება ხოლმე დამშვიდებაში, როცა ნერვიულობ ?“

„იცი, როცა მე რაღაცაზე ვნერვიულობ ღრმად ჩასუნთქვა მეხმარება, ან თუ ძალიან ვნერვიულობ ათამდე ვითვლი ხოლმე, თუ ძალიან ძალიან ვნერვიულობ მაშინ სასეირნოდ მივდივარ. რის გაკეთებას ისურვებდი ახლა ჩემთან ერთად ?“

 

4.     პრობლემის გადაწყვეტის და გადაწყვეტილების მიღების უნარი

პრობლემის გადაწყვეტა და გადაწყვეტილების მიღების უნარი არის ფუნდამენტური უნარი, რომელიც ეფექტურად მოამზადებს თქვენს შვილს მომავალი წარმატებებისთვის. გთავაზობთ პრაქტიკულ სტრატეგიებს ამ უნარების განსავითარებლად:

-       წაახალისეთ დამოუკიდებლობა

წაახალისეთ დამოუკიდებლობა და უთხარით: „მე მჯერა, რომ არჩევანის გაკეთება და პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება შეგიძლია, თუმცა დაიმახსოვრე, რომ მე აქ ვარ თუ დაგჭირდა დახმარება.“

-       გადაწყვეტილების მიღება ყოველდღიურობაში

შესთავაზეთ გადაწყვეტილების მიღება თქვენს ყოველდღიურობაში: „დღეს შენ გეგმავ ჩვენს დღეს, რა აქტივობებს აირჩევ ? რა გინდა გავაკეთოთ ერთდ და რატომ ?“

-       აღნიშნეთ და იზეიმეთ თქვენი შვილის მცირე მიღწევებიც კი

გაიხარეთ თქვენი შვილის გადაწყვეტილებებით, მაშინაც კი თუ ეს გადაწყვეტილება არ იწვევს სასურველ შედეგს, უთხარით: „მე ვამაყობ შენი არჩევანით, როგორ ფიქრობ, რა გასწავლა ამ გამოცდილებამ?“


ამ უნარების განვითარება თქვენს შვილს დაეხმარება არა მხოლოდ ლიდერობისთვის მომზადებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მათ ექნებათ მზაობა, რომ გაუმკლავდნენ გამოწვევებს თავდაჯერებულად და მუდმივად განვითარდნენ პიროვნულად.


როგორ ფიქრობთ, ჩამოთვლილი უნარებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ?  რომელ უნარს დაამატებდით ?