ეს გამონათქვამი ხაზს უსვამს გარემოსა და გარე ფაქტორების უზარმაზარ გავლენას ბავშვის ქცევაზე და მის განვითარებაზე. მშობლები, მასწავლებლები, განათლების სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და საზოგადოების სხვა წევრები, გადამწყვეტ როლს ვთამაშობთ ახალგაზრდების ცხოვრებისა და მომავლის ფორმირებაში. და მაინც, რა ახდენს გავლენას ბავშვის ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ?
დადებითი გავლენის ძალა
ბავშვის კომუნიკაცია სხვებთან, სიტყვები რომელიც მას ესმის, გარემო სადაც იზრდება, აყალიბებს მის რწმენას, ღირებულებებს და ქმედებებს. დადებითმა ზემოქმედებამ შეიძლება უბიძგოს მას თანაგრძნობის, სიკეთისა და პასუხისმგებლობისკენ.
ქცევის ტრიგერის გაგება
ქცევა კომუნიკაციის ფორმაა, განსაკუთრებით ბავშვისთვის. მისი ქმედება შეიძლება იყოს რეაქცია სტრესზე, გაუგებრობაზე ან დაუკმაყოფილებელ ემოციურ მოთხოვნილებებზე. გადამწყვეტია ამ ქცევის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და თანაგრძნობითა და თანადგომით „მკურნალობა“.
ურთიერთობების გავლენა
ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახის და მასწავლებლების მხარდაჭერ გარემოში უკეთ ახერხებს პოტენციალის გამოვლენას, აქვს ემოციურ და სოციალურ სტაბილურობა და აღწევს აკადემიურ წარმატებას. ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ბავშვი დაცულად გრძნობს თავს, დადებითად მოქმედებს მის ქცევაზე.
მშობლების განათლება და სიძლიერე
უარყოფითი გავლენისგან დაცვის პირველ ხაზში მშობლები დგანან. მშობლების მიერ გამოყენებული აღზრდის სტრატეგიები, კომუნიკაციის ტექნიკები და ემოციური მხარდაჭერა საშუალებას იძლევა ბავშვმა აირიდოს ნებისმიერი გარე უარყოფითი გავლენა.
თქვენ როგორ ქმნით დადებით გავლენას თქვენი შვილის ცხოვრებაში ?