აქტივობა „მადლიერების ქილა“ არის მარტივი და ეფექტური აქტივობა, რომელიც მოგცემთ საშუალებას ხელი შეუწყოთ ბავშვების პოზიტიური აზროვნების განვითარებას
ასაკობრივი ჯგუფი: განკუთვნილია ყველა ასაკის ბავშვებისთვის, მცირე ადაპტაციით
რა დაგჭირდებათ აქტივობისთვის ?
- გამჭირვალე მინის ქილა ან კონტეინეტი
- პატარა ქაღალდები
- ფერადი კალმები ან მარკერები
- სტიკერები (სურვილისამებრ)
ინსტრუქცია:
1. მომზადება -
მომზადება გულისხმობს კონტეინერის ან ქილის გაფორმებას. აუცილებელია რომ გაფორმება მოხდეს ბავშვთან ერთად, რათა მას გაუჩნდეს ემოციური კავშირი და ქილა ან კონტეინერი გახდეს მისთვის ვიზუალურად მიმზიდველი. წაახალისეთ ბავშვი იყოს შემოქმედებითი და გახადეთ ქილა უნიკალური.
2. ყოველდღიური მადლიერება -
ყოველი დღის ბოლოს გამოყავით რამდენიმე წუთი ბავშვთან ერთად, რომ იფიქროთ იმაზე, რისთვისაც იმ კონკრეტულ დღეს ხართ მადლიერი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დიდი თუ პატარა, როგორიც არის, მაგალითად: მზიანი დღე, გემრიელი ფუნთუშა, საყვარლი ჯგუფის ახალი სიმღერის მოსმენა, კნუტის დანახვა ქუჩაში და სხვა.
3. ფურცელზე გადმოტანა -
დაწერეთ მადლიერება ფურცელზე (თუ ბავშვმა წერა ჯერ არ იცის, შეგიძლიათ მისი კარნახით თქვენ დაწეროთ ფურცელზე ის თუ, რისთვის არის მადლიერი)
4. პერსონალური ელემენტები -
დაამშვენეთ მადლიერების ფურცელი ნახატით, ფერებით ან სტიკერებით. ეს მადლიერების გამოხატვას უფრო პერსონალურს ხდის.
5. ქილაში მოთავსება -
გადაკეცეთ ფურცლები და მოათავსეთ ქილაში, ხმამაღლა თქვით: „ქილა არის პოზიტიური მომენტების შეხსენებები, რისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ ყოველ დღე“
6. გადახედვა და გახსენება -
გამოყავით სპეციალური დრო კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ქილის გასახსნელად და ბავშვთან ერთად წაიკითხეთ, გაიხსენეთ, დაფიქრდით და იმსჯელეთ პოზიტიურ მომენტებზე
რას ისწავლის ბავშვი ამ აქტივობით ?
- განუვითარდება პოზიტიური აზროვნება
- ისწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ამბის შემჩნევას და დაფასებას
- ისწავლის ყურადღების გადატანას პოზიტივისკენ
- განუვითარდება მადლიერების ჩვევა
- გაძლიერდება თქვენი და ბავშვის კავშირი საერთო რეფლექსიის საშუალებით
თქვენ გიცდიათ მსგავსი აქტივობა ?
თუ ჯერ არა, ცდიდით ?