აფირმაცია და პოზიტიური საუბარი საკუთარ თავთან: ბავშვების შინაგანი გაძლიერება

აფირმაცია და პოზიტიური საუბარი საკუთარ თავთან: ბავშვების შინაგანი გაძლიერება

ავტორი: Admin -
Number of replies: 0

აფირმაცია, პოზიტიური ფსიქოლოგია, ბავშვების გაძლიერება, ბავშვების განვითარება

აფირმაცია და პოზიტიური საუბარი საკუთარ თავთან არის პოზიტიური აზროვნების გამაძლიერებელი ტექნიკები. ამ მარტივ ტექნიკებს შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედონ ბავშვის თვითშეფასებაზე, თავდაჯერებულობის ამაღლებაზე და შინაგან რწმენაზე.

 მაშ ასე, დავიწყოთ მეცნიერებით, რომელიც დგას აფირმაციის უკან:

აფირმაცია მუშაობს ტვინის ნეიროპლასტიურობის (ტვინის რეორგანიზაციისა და ადაპტაციის უნარი გამოცდილების შესაბამისად) ჩართვით და ახალი ნერვული კავშირების ფორმირებით. როდესაც ბავშვი იმეორებს პოზიტიურ აფირმაციას, ის ქმნის პოზიტიურ ფსიქიკურ გარემოს, რაც ხელს უწყობს ტვინს, დაიჯეროს ნათქვამი.

ბავშვისთვის პოზიტიური აფირმაციის გაცნობის დროს გაითვალისწინეთ:

  •  აირჩიეთ ბავშვის ასაკის შესაბამისი აფირმაციები

მოარგეთ აფირმაციები ბავშვის ასაკს, ინტერესებს და გამოწვევბს. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის აფირმაცია უნდა იყოს ძალიან მარტივად გასაგები, შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი, შეიძლება იყოს შედარებით რთული წინადადებები.

  •  გახადეთ აფირმაციები მხიარული და კრეატიული

წაახალისეთ კრეატიულობა, მიეცით ბავშვს საშუალება შექმნას და დახატოს საკუთარი აფირმაციის ბარათები. დაამატოს ფერები, ნახატები ან/და სტიკერები, რათა პროცესი პერსონალური და სასიამოვნო გახდეს.

  •  გამეორება, გამეორება და გამეორება

გამეორება არის მნიშვნელოვანი, ყოველდღე შეახსენეთ ბავშვს გაიმეოროს აფირმაციები. უმჯობესია დილით, რათა დღე დადებითად დაიწყოს. წაახალისეთ ისინი გაიმეორონ აფირმაციები, როდესაც გამოწვევის წინაშე დადგებიან.

აფირმაციების მაგალითები ბავშვებისთვის:

 „მე ვარ განსაკუთრებული და ძალიან კარგი“

„მე მჯერა საკუთარი თავის“

„მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების“

„მე ვაღწევ ყველაფერს, რასაც ვფიქრობ“

„მე ვარ მამაცი, ძლიერი და ვუმკლავდები ნებისმიერ გამოწვევას“

„მე ვარ კარგი მეგობარი“

„ჩემი აზრები და იდეები მნიშვნელოვანია და მე მათ თავდაჯერებულად ვუზიარებ სხვებს“

„მე ვუყვარვარ და მე მიყვარს“

„მე ვამაყობ ჩემი მიღწევებით“

რეკომენდაციები:

სასურველია ბავშვმა ყოველ კვირა შეცვალოს და განაახლოს აფირმაციები, რომელზეც მომდევნო კვირაში მოახდენს ფოკუსირებას.

კვირის ბოლოს განიხილეთ და ისაუბრეთ თუ როგორ იმოქმედა აფირმაციებმა მასზე, გამოიყენეთ მაგალითები და აღნიშნეთ ბავშვის მიღწევები და პიროვნული ზრდა.

ბენეფიტები:

აფირმაციები ხელს უწყობს ბავშვის შინაგან დიალოგს, რომელიც აძლევს მათ თავდაჯერებულობას გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებს და რთულ სიტუაციებს პოზიტიური და ძლიერი აზროვნებით.


გამოგიყენებიათ აფირმაციები ? ურჩევდით აფირმაციების გამოყენებას თქვენს ბავშვს ? დანერგავთ მსგავს პრაქტიკას თქვენს ოჯახში ?