სიტყვა „ჯერ“-ის მაგია

სიტყვა „ჯერ“-ის მაგია

ავტორი: Admin -
Number of replies: 0

განვითარება, გაძლიერება, პიროვნული ზრდა

ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება იმ სიტყვების ძალა და გავლენა, რომელსაც ის იყენებს. მათ ლექსიკაში ერთი შეხედვით მარტივი სიტყვის - „ჯერ“ დამატებით ფართოვდება და ვითარდება მისი პოზიტიური აზროვნება. სამასოიანი, მაგრამ ძალიან ძლიერი სიტყვა, არის საკუთარი თავის რწმენის მარტივი გამაძლიერებელი.

სიტყვა „ჯერ“-ის მაგია

ბავშვის ლექსიკონში სიტყვა „ჯერ“-ის შეტანას მაგიური ძალა აქვს. მაგალითად, თქვენი შვილი მოვიდა თქვენთან და გეუბნებათ, რომ პრობლემა აქვს მათემატიკის ამოცანის ამოხსნაში, ის ამბობს: „მე არ მესმის ეს ამოცანა როგორ უნდა ამოვხსნა“, ეს წინადადება არის დახურული და უიმედო. თუმცა, წინადადებაში „ჯერ“-ის დამატებით - „მე ჯერ არ მესმის ეს ამოცანა როგორ უნდა ამოვხსნა“ - რადიკალურად იცვლება მსოფლმხედველობა და აზროვნება, „ჯერ“-ის დამატებას იმედისა და ოპტიმიზმის გრძნობა შემოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა შეიძლება იმ მომენტში ვერ გაიაზრონ „ჯერ“-ის ძალა, სიტყვა თავის მაგიას ქვეცნობიერში ამუშავებს.

როგორ დავნერგოთ პრაქტიკაში „ჯერ“-ის გამოყენება ?

1.     წინადადებების თამაში

სახალისო აქტივობის დროს რიგ-რიგობით ასრულებთ წინადადებას, რომელიც იწყება სიტყვით „ჯერ“. მაგალითად: „ჯერ არ მისწავლია ველოსიპედის ტარება, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ.“


2.     მიზანი და სიტყვა „ჯერ

შეახსენეთ და უხელმძღვანელეთ შვილს რომ მიზნების დასახვა დაიწყოს სიტყვა „ჯერ“-ით. მაგალითად: „მე ჯერ არ წამიკითხავს წიგნი, მაგრამ ყოველდღე წავიკითხავ 15 წუთის განმავლობაში რომ გავაუმჯობესო ჩემი უნარები“.

 

3.     წარმატების ისტორია

წაახალისეთ ბავშვი დაწეროს მოთხრობა ან დახატოს კომიქსი, სადაც პერსონაჟი გამოწვევის წინაშე დგას და გამოწვევას გადალახავს სიტყვით „ჯერ“. ეს სავარჯიშო გარდა იმისა რომ აძლიერებს გაგებას, რომ ძალისხმევას და სურვილს წარმატებამდე მივყავართ, ასევე ავითარებს ბავშვების კრეატიულ აზროვნებას და ფანტაზიას.


ბავშვების ლექსიკონში ამ პატარა, მაგრამ ძლიერი სიტყვის შეტანით, მათ გაუადვილდებათ მომავალ გამოწვევევბთან გამკლავება, ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და აუმაღლდებათ საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა.


თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ სიტყვას „ჯერ“ ? რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ამბობს: „მე ეს არ შემიძლია“ თუ „მე ეს ჯერ არ შემიძლია“ ?